RSF: "მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა"
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
RSF სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახლახანს შეიწყალა ოპოზიციური არხის, "მთავარი არხის" დირექორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია ციხეში 2022 წლის მაისიდან იყო. RSF მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა", - წერს ორგანიზაცია.