ცხადია, უმნიშვნელოვანესია ნიკას თავისუფლება, ცხადია, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება - ხაბეიშვილი
„ნიკას თავისუფლება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ვისურვებდი ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მსგავბს გადაწეყვეტილებას,“ - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გამოგონილი ბრალით, შეთითხნილი ბრალით იყოს ციხეში ტყვედ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.