ნიკა გვარამია თავისუფალია - მან საპატიმრო დატოვა
ნიკა გვარამია თავისუფალია - მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები, მთავარი არხის თანამშრომლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება საზოგადოებას ასგანგებო ბრიფინგზე გააცნო. პრეზიდენტის განმარტებით, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას დაცვის მხარის საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა, მან შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა გვარამია ქართული ოცნების სასამართლოს გადაწყვეტილებით საპატიმროში ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.