მე-12 პენიტენციური დაწესებულება მოვლენების მთავარი ეპიცენტრია - რუსთავში ნიკა გვარამიას მეგობრები იკრიბებიან
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება მოვლენების მთავარი ეპიცენტრია - სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები, პოლიტიკოსები და არხის ჟურნალისტები იმყოფებიან.
"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების აქტი უკვე მე-12 პენიტენციური დაწესებულებაშია. შესაბამისად მედია-მენეჯერმა სასჯელაღსრულების დაწესებულება პროცედურების გავლის შემდეგ უნდა დატოვოს.