პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა - ოცნება დუმს
პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა - ოცნება დუმს. ერთ საათზე მეტია, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი არხის გენერალური დირექტორი შეიწყალა, თუმცა, ამ დრომდე ქართული ოცნების ლიდერებსა განცხადება არ გაუვრცელებიათ.
სოციალურ ქსელში გვარამიას შეწყალების საკითხს მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები და პროპაგანდისტული არხის წარმომადგენლები შეურაცხმყოფელი განცხადებებით ეხმაურებიან.
რამდენიმე დღით ადრე, მმართველი გუნდის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს გონივრული გადაწყეტილების მიღებისკენ მოუწოდებნენ, რაც იმას გულისხმობდა, რომ მას ნიკა გვარამია არ შეეწყალებინა.