ბევრი მიზეზის გამო, პრეზიდენტისთვის, ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა, მადლობა მას - რუსთავის ციხესთან მელია მივიდა

22.06.23 22:35
ბევრი მიზეზის გამო, პრეზიდენტისთვის, ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა, მადლობა მას - რუსთავის ციხესთან მელია მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის - როგორც ნიკა მელიამ "პირველებს" განუცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა. 

"მისასალმებელია ნამდვილად და არ მერიდება მადლობის გადახდა იქ, სადაც სადაც სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მიზეზის გამო, ქალბატონი სალომესთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება წარსულს ჩაბარდეს და აქ დგომა არ დაგვჭირდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება კი რომელსაც ქართული სასამართლო სახელმწიფოს სახელით გამოიტანს, მოსახლეობისთვის იყოს სანდო და კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს"- აცხადებს მელია. 

მსგავსი სიახლეები