პრეზიდენტმა უსამართლობა გამოასწორა - ევროპარლამენტარი ლექსმანი

22.06.23 22:39
პრეზიდენტმა უსამართლობა გამოასწორა - ევროპარლამენტარი ლექსმანი

ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა უსამართლობა გამოასწორა.

 

ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა. ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო", - წერს მირიამ ლექსმანი.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია რამდენიმე საათის წინ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი დისკრეციული უფლება გამოიყენა და დამატებით განმარტებებს არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები