მადლობა გამბედაობისთვის - ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს

22.06.23 22:44
მადლობა გამბედაობისთვის - ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს

მადლობა გამბედაობისთვის - ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს მიმართავს. კომისია საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ერთი თვის წინ მიმართა. ორპარტიული ჰელსინსკის კომისიამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერენ მხარს. 

მსგავსი სიახლეები