ახლა დრო დადგა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს - ეკა ხერხეულიძე

22.06.23 22:48
ახლა დრო დადგა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს - ეკა ხერხეულიძე

ის ერთი წელი, რაც უსამართლო პატიმრობაში გაატარა, სრულიად აუხსნელია - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა, რადგან ისიც უკანონო პატიმრობაშია.

ერთი წელი სრულიად გაუგებარია, რა უნდოდა გვარამიას ციხეში. მჯეროდა იძულების ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც ეფექტიანად იმუშავეს და დღევანდელი დღე დადგა. თუმცა, ის ერთი წელი, რაც უსამართლო პატიმრობაში გაატარა, სრულიად აუხსნელია, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და უსამართლოა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ახლა დრო დადგა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს,“ - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

მსგავსი სიახლეები