ნიკა გვარამია არის ბრძოლის სიმბოლო, დასავლური კურსის სიმბოლო - სოფო ჯაფარიძე

22.06.23 22:52
ნიკა გვარამია არის ბრძოლის სიმბოლო, დასავლური კურსის სიმბოლო - სოფო ჯაფარიძე

„ეს არის წინაპირობა იმის, რომ საქართველო აუცილებლად დასავლურ რელსებზე დადგება,“ - ასე აფასებს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან სოფო ჯაფარიძე ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

სოფო ჯაფარიძისთვის უმნიშვნელოვანესია ახლა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რადგან ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა არ დაკარგოს.

დღეს პრეზიდენტმა მართლაც დადო ერთი აგური, რომ საქარტელო დადგეს დასავლურ რელსებზე. დღეს პირველად ჩამესახა იმედი, რომ დაიწყება ძალიან დიდი პროცერსები. ნიკა გვარამია არის ბრძოლის სიმბოლო, დასავლური კურსის სიმბოლო, აუცილებლად დაიწყება სერიოზული პროცესები და იმედს ვიტოვებ, რომ იგივეს იზამენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად,“ - ამბპობს სოფო ჯაფარიძე.
 

მსგავსი სიახლეები