მეორე სიცოცხლე იწყება დღეს მედიისთვის - "მთავარის" წამყვანები

22.06.23 22:57
მეორე სიცოცხლე იწყება დღეს მედიისთვის - "მთავარის" წამყვანები

მეორე სიცოცხლე იწყება დღეს მედიისთვის - ასე აფასებენ მთავარის წამყვანები ნიკა გვარამიას შეწყალებას.
დიკო ჯოჯუას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად, მგონი პირველად, მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რაც მთავარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, როგორც პრეზიდენტს შეეფერება,“ - ამბობს დიკო ჯოჯუა.

პაატა იაკობაშვილის შეფასებით, მედიის თავისუფლებისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია. 

პირველად როდესაც გავედით ამ შენობიდან ეთერში, ყველას გვახსოვს 2 კვირაში გაკეთებული ტელევიზია, ყველა ვფიქრობდით, რომ ის იყო უმნიშვნელოვანესი დღე მაგრამ დღევანდელ დღეს გაცილებით დიდი ემოციები მაქვს, მეორე სიცოცხლე იწყება დღეს მედიისთვის - ჩვენთვის მთავარი არხისთვის ნიკასთავის და ყველასთვის,“ - ამბობს პაატა იაკობაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები