მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა დაიცალოს - ნიკა მელია
მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა დაიცალოს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან განაცხადა.
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე თანამოაზრეებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყველა პოლიტპატიმარი გვარამიას მსგავსად უნდა გათავისუფლდეს.
"ვისურვებ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და გათავისუფლდეს ყველა ის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელთა სახელებს ბოლო თვეებში არ ვახსენებთ და რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან იქ, რადგან იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები და წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიების წარმოადგენდნენ"- აცხადებს მელია.
მელიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება ვერ დასრულდება, ამიტომ ის დემოკრატიულად პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა შეცვალოს.
პოლიტიკას, სიტყვებს უნდა დავუბრუნოთ მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ამ ყველაფრით არაფერი მთავრდება. სანამ ეს რეალობაა, ერთი პოლიტიკური პატიმარი ჩანაცვლდება მეორით და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ უნდა შეიცვალოს სიმართლით და არა ახლა რომ მოდაშია ერთობა-ერთობისთვის. ერთობა უნდა შედგეს სწორი მიზნებისა და ამოცანების გარშემო. ერთობა თავისთავადი ღირებულება არ არის. სწორი მიზნის გარშემო როცა შედგება ერთობა, რომელიც ამავე დროს გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების წარსულში ჩაბარებას და არა უბრალოდ მურუსიძე-ჩინჩალაძეების საესტაფეტო ჯოხით გადმობარებას, რისი სურვილიც სამწუხაროდ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს"- აცხადებს მელია.