ნიკას გამოსვლა ბევრ რამეს შეცვლის - მედიაშიც, ქვეყანაშიც - "შაბათის ფორმულას" წამყვანები

22.06.23 23:10
ნიკას გამოსვლა ბევრ რამეს შეცვლის - მედიაშიც, ქვეყანაშიც - "შაბათის ფორმულას" წამყვანები

ნიკას გამოსვლა ბევრ რამეს შეცვლის - მედიაშიც, ქვეყანაშიც და შეცვლის უკეთესობისკენ - ასე აფსებენ "შაბათის ფორმულას" წამყვანები ნიკა გვარამიას შეწყალებას.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის და უმნიშვნელოვანესია ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასაწევად. 

ნამდვილად ველოდებოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს იმდენად მნიშველოვანი, საჭირო გადაწყვეტილება იყო და იმდენად ნათელი, რომ ადამიანი წელიწადზე მეტია უკანონოდ ზის ციხეში, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იყო მისაღები და კარგია, რომ ეს დღეს მოხდა, ვულოცავ ყველას, მთელ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,“ - ამბობს თამარ ბაღაშვილი.

მსგავსი სიახლეები