გვარამიას შეწყალება პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - მედიაკოალიცია

22.06.23 23:14
გვარამიას შეწყალება პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - მედიაკოალიცია

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად", - ასე აფასებს მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტის მხრიდან დისკრეციული უფლების გამოყენებას და ნიკა გვარამიას შეწყალებას. 

კოალიციის შეფასებით, შეწყალება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიურ როლს შეასრულებს.

კოალიცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ მსჯავრდადებული მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ულოცავს პირადად ნიკა გვარამიას, მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ნიკას გათავისუფლებას.

დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა გვარამია მალე დაუბრუნდება მედიის სფეროს და განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები