კარგი ტექსტებით გამოდიოდა, მაგრამ საქმით არასდროს - როგორც იქნა, საქმე დაგვანახეს - ნანკა კალატოზიშვილი
„ძალიან კარგი ტექსტებით გამოდიოდა, მაგრამ საქმით არასდროს არ მტკიცდებოდა ეს ყველაფერი და როგორც იქნა, საქმე დაგვანახეს,“ - ასე ეხმაურება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.
ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე კარგი მაგალითია პოლიტიკური პატიმრობის და ეს კარგად იცოდა სალომე ზურაბიშვილმა.
„სპექტაკლს ვთამაშობდით და კულისებში რომ გამოვედით, გვახარეს ამბავი და პრიდაპირ თეატრიდან ამოვედით. თუ ვინმე პოლიტპატიმარი იყო საქართველოში, ეს ნიკა გვარამია არის და სრულიად უსამართლოდ იყო და ეს ყველაზე მეტად იცოდა ქართულმა ოცნებამ და პრეზიდენტმა და ძალიან მიხარია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,“ - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.