აქცია ათონელზე - პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

22.06.23 23:23
აქცია ათონელზე - პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან უცნობმა პირმა ევროკავშირის დროშა დაწვა - სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტები ათონელის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. 

"მალე გაგაბუნძულებს საქართველოდან ქართველი ხალხი"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

პრეზიდენტის სასახლესთან მისულები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, დღეს, 22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები