"გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე" - "ოცნების" პირველი რეაქცია გვარამიას შეწყალებაზე

22.06.23 23:40
"გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე" - "ოცნების" პირველი რეაქცია გვარამიას შეწყალებაზე

"ქართული ოცნების" პირველი შეფასება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე - "ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე", - თქვა „იმედი LIVE“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკი.

„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, "ბრძოლის ველზე დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს". 

 

მსგავსი სიახლეები