გვარამიას პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი - CPJ
ნიკა გვარამიას შეწყალებას საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) საქართველოს ეხმაურება. კომიტეტის შეფასებით, გვარამიას პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა პრესის თავისუფლებისადმი ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას.
"გვიხარია, რომ ნიკა გვარამია შეიწყალეს.
ის არ უნდა დაეპატიმრებინათ და მისი პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - აცხადებს საიდი.