განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს, სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა" - "ხალხის ძალა"
ნიკა გვარამია შეწყალებულია - ასპარეზზე "ქართული ოცნების" რადიკალური განაყოფი გამოდის. „ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდნეტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას "ცალ ფეხზე დგომას" ადარებს.
მისი თქმით, „პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს“.
„ თუმცა, მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა".
პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულიდ იყო შეცვლილი.
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს. თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს”, - წერს Facebook-ზე ხუნდაძე.
სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.