არ გაჯიუტდეთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - გვარამიას მიმართვა პრეზიდენტს

23.06.23 00:09
არ გაჯიუტდეთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - გვარამიას მიმართვა პრეზიდენტს

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ნიკა გვარამიამ ეს განცხადება პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავსი შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიყალოს, უფრო სწორად, უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. არ მგონია, რომ რელევანტური იყოს არგუმენტი, რომ სხვები გაბრაზდებიან - შეიძლება რაღაც რაოდენობა გაბრაზდეს, მაგრამ ბრაზი გაივლის სწრაფად, სამაგიეროდ, იმ ადმიანების უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის, მანამ, სანამ სააკაშვილი უსამართლო პატიმრობაში. მოდით, არ შევაფასოთ სამარტლიოანში თუ უსამართლოში - პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ სიცოცხლის სასარგებლოდ. სჯობია, რომ შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ და არა სიკვდილის სასარგებლოდ, - ამბობს გვარამია.

მსგავსი სიახლეები