საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა, ეს პრეზიდენტს ღირსებას მატებს - ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი

23.06.23 00:10
საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა,  ეს პრეზიდენტს ღირსებას მატებს - ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი

ნიკა გვარამია ტავისუფალია - როგორც "მთავარი არხის" დამფუძნებელმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, შეწყალებას არ ელოდა. 

რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მედია მენეჯერი აცხადებს, რომ მეხუთე პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი ქვეყნის სასიკეთოდ გადადგა, რაც მას "ღირსებას მატებს": 

ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, პირველი შთაბეჭდილება - გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მანამდე არაფერს არ ველოდი.

უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიცაა. ვფრიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები