ნიკა გვარამია "მთავარ არხს" აღარ უხელმძღვანელებს
ნიკა გვარამია "მთავარ არხს" აღარ უხელმძღვანელებს - როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, მისი სურვილია, არხს გიორგი გაბუნიამ უხელმძღვანელოს.
გვარამიას თქმითვე, ის არხს ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში.
მე გავაკეთებ იმას მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც სხვაგან, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელს ის, ვინც ახლაც ხელძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში ეს იქნება, რასაც გავაკეთებ". - თქვა გვარამიამ.
რაც შეეხება, იქნება თუ არა ის "მთავარ არხზე" გადაცემის წამყვანი, გვარამიამ თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.