ეს სისტემა უნდა დაინგრეს - ნიკა გვარამია

23.06.23 00:18
ეს სისტემა უნდა დაინგრეს - ნიკა გვარამია

სისტემა უნდა დაინგრეს - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ პენიტენციური სამსახურის დატოვების შემდეგ გააკეთა. მთავარი არხის დამფუძნებელი ეხმაურება კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას და ამბობს, რომ მისი შეწყალება ნამდვილად არ იქნება ის მთავარი გზავნილოი, რის გამოც, ევროკავშირი საქართველოს სტატუსს მისცემს.

ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაკი მე გამოვედი, სტატუსი მოგვენიჭება, არასწორი განცდა იქნება. სალომე ზურაბიშვილმა რაც შეეძლო გააკეთა თავისი გადასახადიდან, მაგრამ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. ეს არის სისტემა, რომელმაც მაგალითად, ჩემს ზურგ უკან ამ ციხეში ბევრი პოლიტიკური მძევალი ჰყავს. ყველას არ შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი - ეს მძევლები აქედან გამოვლენ, მაშინ, როცა ეს სისტემა დაინგრევა და ამიომნ ეს სისტემა უნდა დაინგრეს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები