საქართველოს დღეს ყაზახეთის პრემიერი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. ალიხან სმაილოვის დახვედრის ცერემონია მთავორბის ადმინისტრაციაში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერების პირისპირ და გაფართებული ფორმარტებში შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.