გვარამიას გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - კლეიტონი
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის.
"მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - წერს კლეიტონი.
ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.