მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს - არახამია გვარამიას გათავისუფლებაზე

23.06.23 10:35
მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს - არახამია გვარამიას გათავისუფლებაზე

 უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის - ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის მადლობას უხდის.

არახამიას თქმით, გვარამიას შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.
ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას". - ამბობს არახამია.

მსგავსი სიახლეები