პრეზიდენტმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა - გივი მიქანაძე

23.06.23 10:47
პრეზიდენტმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებით საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა. 

სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მედიამენეჯერის გათავისუფლებით ქვეყანაში პოლარიაზაცია უფრო გაღრმავდება. 


ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და შეურაცხყოფა მიაყენა ამ გადაწყვეტილებით და რაც მთავარია, ამ ადამიანმა მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ ის მოქმედებს არა საზოgaდოების ინტერესებით, არამედ მოქმედებს დავალებების შესრულებით. 
თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა? ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა.  

მსგავსი სიახლეები