"ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი" - დავით უსუფაშვილი გვარამიას შეწყალებაზე
ოპოზიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას უწონებს. "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის ამ ნაბიჯს ქვეყნის საკთილდღეოდ გადადგმულს უწოდებს და იმედოვნებს, რომ ასეთი ტიპის მოვლენებს გადამდები ეფექტი ექნება.
ეს არის ნაბიჯი გადადგმული იმ დროს და იმ ვითარებაში, როდესაც დემკრატიულ სამყაროს სჭირდება იმის დასტურ, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ ლიდერების გარდა, სხვა ლიდერებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ ტიპის მოვლენებს, იმედი მაქვს, ექნება გადამდები ეფექტი, - ამბობს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ მოულოდნელად "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალა.