"საქართველოსთვის დამხმარე ნაბიჯია" - თეონა აქუბარდია გვარამიას გათავისუფლებაზე

23.06.23 11:18
"საქართველოსთვის დამხმარე ნაბიჯია" - თეონა აქუბარდია გვარამიას გათავისუფლებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი თეოან აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება საქართელოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დამხმარე იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, სხვა რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებასაც "ოცნება" არ გეგმავს.

აქუბარდია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა პრეზიდენტსა და დასავლეთზე თავდასხმებს გააძლიერებს. 

შეუსრულებელი იყო მედიის თავისუფლების რეკომენდაცია. ეს ნაბიჯი საქართველოსთვის დამხმარეა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის შეზღუდული კომპეტენცია. ჩვენ ვიცით „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულებას. მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ თავდასხმები, რომელსაც უკვე დღეს ვხედავდით, კიდევ უფრო გაძლიერდება და მისი სამიზნე იქნება არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ დასავლეთი და ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშნ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა.  

მსგავსი სიახლეები