პრეზიდენტმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ერთი კენჭი დადო - ანა დოლიძე

23.06.23 11:26
პრეზიდენტმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ერთი კენჭი დადო - ანა დოლიძე

პრეზიდენტმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ერთი კენჭი დადო - ასე აფასებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ამასთან, ანა დოლიძე შიშობს, რომ "ოცნება" პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ორპოლუსიანობის გასაძლიერებლად გამოიყენებს. 

მან ერთი კენჭი დადო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში სახელმწიფოს სახელით, თუმცა მე ვშიშობ, რომ ამ ნაბიჯს „ოცნება“ გამოიყენებს ორპოლუსიანობის გასაძლიერებლად. ის ისევ გააძლიერებს ანტინაცურ რიტორიკას, რის წინააღმდეგაცა ყველა, ვისაც უნდა ამ ქვეყანაშ ორპოლუსიანობის დასრულება, უნდა მოვახდინოთ მობილიზება, - ამბობს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშნ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა. 

მსგავსი სიახლეები