საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააწბილებს - ვოლსკი
ევროკომისიის მწვავე ზეპირი მოხსენების შემდეგ "ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრობლემად დეპოლარიზაციის პუნქტს მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება.
ამასთან გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი ოპონენტებს ძალიან გააწბილებთ.
სხვა მუხლებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა სირთულეს წარმოადგენს ეს დეპოლარიზაციის თემა. შეთანხმება თუ არ იქნება გაგვიჭირდება საუბარი საბოლოო პროგრესზე და წერტილის დასმაზე იმ საკითხზე, რომელიც ეხება ცენტრალური საარჩვენო კომისიის წევრების არჩევას. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს იქნება სერიოზული გაწბილება ჩვენი რადიკალური ოპოზიციის, - ამბობს ვოლსკი.
ევროკომისია 12 რეკომენდაციიდან "ოცნებას" მხოლოდ სამს უთვლის შესრულებულად. ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში იყო საუბარი.
დასავლეთისგან ხელისუფლებამ სიგნალი უკვე მიიღო. ევროპაში ფიქრობენ, რომ ხალხის ნება ხელისუფლების ქმედებებს არ ემთხვევა, ამიტომ ევროპამ "ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა, არამედ დაუზუსტა, რა მიმართულებით არის საქმე გასაკეთებლი.