მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ - დეგნანი გვარამიას გათავისუფლებაზე

23.06.23 11:46
მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ - დეგნანი გვარამიას გათავისუფლებაზე

აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას. კელი დეგნანის თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ.

დეგნანი ამბობს, რომ აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით.

"აშშ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების პრეროგატივა. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს" -ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება 22 ივნისს გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები