რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებაზე, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე - ბრეგაძე გვარამიას გათავისუფლებაზე

23.06.23 11:54
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებაზე, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე - ბრეგაძე გვარამიას გათავისუფლებაზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ არ ფიქრობ ხოლმე იმაზე, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით.

ბრეგაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და არც რაიმე სახის კონსულტაცია რაიმე სახის კონსულტაცია ჰქონია მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებასთან დაკავშირებით, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. 

მე ერთადერთი რაც ვიცი, ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონფერენცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე, შესაბამისად გამიჭირდება რაიმე დამატებითი სახის კომენტარის გაკეთება. როგორც იცით, საკმაოდ გვიან იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამის შესახებ მე პირადად ნამდვილად არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით და შესაბამისად რაიმე სახის კონსულტაცია არ გვქონია, როგორც კი მოვიდა დადგენილება ჩვენ დავიწყეთ მისი აღსრულება და სისრულეში მოყვანა", - თქვა ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები