საქართველოში დეპოლარიზაციას მავნებელი ოპოზიციური ძალები განაპირობებენ - ბექა ოდიშარია

23.06.23 11:54
საქართველოში დეპოლარიზაციას მავნებელი ოპოზიციური ძალები განაპირობებენ - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ევროკომისიის მესიჯები, გარკვეულწილად, უსამართლო იყო, თუმცა "ოცნებას" ახსნა-განმარტებების გაკეთება არ გაუჭირდება. 

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ დეპოლარიზაციის საკითხში მმართველი პარტია მთავარი აქტორი არ არის და აქ მთავარ პრობლემას ოპოზიცია წარმოადგენს. 

ღარიბაშვილის მთავრობა ყველანაირ ძალისხმევას სწევდა ამ პერიოდში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული, მაგრამ სიმბოლური სტატუსი. არის გარკვეული მესიჯები, რომლებიც ტოვებს ჩვენთვისაც კითხვის ნიშნებს. აზრი ყოველთვის აქვს პარტნიორებთან ურთერთობას, აზრი ყოველთვის აქვს ახსნა-განმარტებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით მოვახერხებთ, რომ დავარწმუნოთ ისინი საპირისპიროში. ვგულისხმობ დეპოლარიზაციას, სადაც „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის მთავარი აქტორი და დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციური ძალები განაპირობებენ ამ პროცესს საქართველოში ისევე, როგორც მედიათავისუფლებას, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

ევროკომისია 12 რეკომენდაციიდან "ოცნებას" მხოლოდ სამს უთვლის შესრულებულად. ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში იყო საუბარი.

დასავლეთისგან ხელისუფლებამ სიგნალი უკვე მიიღო. ევროპაში ფიქრობენ, რომ ხალხის ნება ხელისუფლების ქმედებებს არ ემთხვევა, ამიტომ ევროპამ "ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა, არამედ დაუზუსტა, რა მიმართულებით არის საქმე გასაკეთებლი.

 

მსგავსი სიახლეები