შეუსრულებელ რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი მთავრობაა - დავით უსუფაშვილი
"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი საქართველოს შესახებ ევრკომისიის ზეპირ, მწვავე მოხსენებას ეხმიანება და ამბობს, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი სწორედ მთავრობაა.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს, თუმცა ეს მას არ გამოუვა.
შეუსრულებელ რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი მთავრობაა. კანდიდატის სტატუსის მოლოდინი არა, ჩვენ რწმენა უნდა გვქონდეს. ჩვენ ეს გვინდა, დეკემბერშივე მივიღოთ. ანუ შევასრულოთ და მივიღოთ. თუ მთავორბის გამოისობით დეკემბერშ ვერ მოხდა, ჩვენ ამ სტატუსს მაინც მივიღებთ. „ოცნებას“ შეუძლია მხოლოდ ხელი შეგვიშალოს და თუ ხელს შეგვიშლიას, ეს მას დაუჯდება ძვირად, - ამბობს უსუფაშვილი.
ევროკომისია 12 რეკომენდაციიდან "ოცნებას" მხოლოდ სამს უთვლის შესრულებულად. ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში იყო საუბარი.
დასავლეთისგან ხელისუფლებამ სიგნალი უკვე მიიღო. ევროპაში ფიქრობენ, რომ ხალხის ნება ხელისუფლების ქმედებებს არ ემთხვევა, ამიტომ ევროპამ "ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვა, არამედ დაუზუსტა, რა მიმართულებით არის საქმე გასაკეთებლი.