დეოლიგარქიზაციის პუნქტი ბუნდოვანი იყო, არასათანადო, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არასწორია - პაპუაშვილი

23.06.23 12:28
დეოლიგარქიზაციის პუნქტი ბუნდოვანი იყო, არასათანადო, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არასწორია - პაპუაშვილი

დეოლიგარქიზაციაზე გუშინდელმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში ბუნდოვანება შექმნა და უადგილო იყო, - ასე ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ სტოკჰოლმში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც დაფიქსირდა, რომ საქართველოს რეალური პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არ აქვს.

პაპუაშვილის თქმით, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი არასათანადო იყო.

გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მგონი, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ხაზი იყო გასმული კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე, ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი ბუნდოვანი იყო, არასათანადო. რაც შეეხება ამ ორ საკითხს, სისტემური მიდგომას და კონკურენციის სამართალს პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე, ვნახავთ ამ მხრივ რა შეიძლება გაკეთდეს. მთავარია, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით შეფასებამ, რაც გუშინ იყო, აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში ბუნდოვანება შექმნა და უადგილო იყო“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გუშინ სტოკჰოლმში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. 

მსგავსი სიახლეები