გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი, სააკაშვილიც უნდა გათავისუფლდეს - ჰარმსი
ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ გადაწყვეტილებამ ისე გაახარა, რომ ცრემლებს ვერ იკავდებდა.
ჰარმსი წერს, რომ ახლა ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი.
დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება". წერს ჰარმსი