რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს 26 ივნისიდან დაიწყებს
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს 26 ივნისიდან დაიწყებს. პირველი მიმართულება ცნობილია - სოჭი-თბილისის რეისი 26 ივნისს შესრულდება.
რუსული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების თარიღი უკვე მესამედ გადაიწია - თავდაპირველად, 2 ივნისს უნდა შესრულებულიყო, შემდეგ გადაიდო და 15 ივნისი დასახელდა, ბოლოს კი 19 ივნისს უნდა დაშვებულიყო პირველი ბოინგი, თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, 26 ივნისამდე გადაიდო ფრენების აღდგენა.
რაც შეეხება მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, არ სახელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.