ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი - პრემიერი დუმილის რეჟიმში გადავიდა

23.06.23 13:03
ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი - პრემიერი დუმილის რეჟიმში გადავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი დუმილის რეჟიმში გადადის. ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, მთავრობის მეთაურს საჯაროდ არცერთი სიტყვა უთქვამს.

დილიდან პრემიერი  საჯარო ღონისძიებებს ესწრება, ამერიკის ელჩთან ერთად გახსნა ადვოკატთა სახლი, კანცელარიაში მიიღო ყაზახი კოლეგა, დაგეგმა პრესკონფერენციაც, თუმცა ჟურნალისტები ბრიფინგების ოთახში კამერების და მიკროფონების გარეშე შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა. მედიამენეჯერმე საპატიმრო გუშინვე დატოვა. 

მსგავსი სიახლეები