არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროინტეგრაციასთან იყოს კავშირში - რატი ბრეგაძე

23.06.23 13:07
არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროინტეგრაციასთან იყოს კავშირში - რატი ბრეგაძე

ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თანაგუნდელების მსგავსად არ მიესალმება. რატი ბრეგაძე ფიქრობს, რომ მედიამენეჯერის გათავისუფლებას ევროინტეგრაციასტან კავშირი არ აქვს და ამ ფაქტმა, შესაძლოა, დეპოლარიზაცია კიდევ უფრო გააღმრავოს. 

ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონეფერნცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ამ შემთხვევაში, მემგონი, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველოს საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს ხოლმე ნებისმიერ საკითხზე. მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, - ამბობს ბრეგაძე. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა. მედიამენეჯერმე საპატიმრო გუშინვე დატოვა.  

მსგავსი სიახლეები