სამოქალაქო, პოლიტიკურ ასპარესზე ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და მისი მონაწილეობა სავალდებულოც არის - ბეჟაშვილი

23.06.23 13:12
სამოქალაქო, პოლიტიკურ ასპარესზე ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და მისი მონაწილეობა სავალდებულოც არის - ბეჟაშვილი

ვისთან ითანამშრომლებს ნიკა გვარამია და რა გეგმა აქვს გათავისუფლებულ მედიამენეჯერს - პოლიტიკოსები მთავარი არხის დამფუძნებლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. გვარამიას ანონსი, რომ მთავარი არხის ხელმძღვანელი აღარ იქნება, ოპოზიციური სპექტრისთვის მთავარ ინტრიგად იქცა. 

პარტიები სათანამშრომლოდ მზად არიან, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - რა გეგმა აქვს გვარამიას და მიდის თუ არა რეალურად პოლიტიკაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას ფიგურა მნშვნელოვანია პოლიტიკურ ასპარესზე, თუმცა, თვლის, რომ ახლა მას გარკვეული პერიოდი არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესაფასებლად სჭირდება.

გვარამიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მას უნდა ვაცალოთ გარკვეულ პერიოდთან დაკავშირებით გაეცნოს იმ კონტექსტს ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაბამისად, ობიექტურად შეაფასოს ვითარებები. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას აქტივი და რესურსები გამოყენებული იქნება სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ბუნებრივია, სამოქალაქო, პოლიტიკურ ასპარესზე ის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და მისი მონაწილეობა სასურველი და სავალდებულოც არის,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
 

ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები