უნდა მივაღწიოთ საქართველოს დერუსუფიკაციას და "ოცნებისგან" დეოკუპაციას - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის მიზანი საქართველოს დერუსიფიკაცია და "ქართული ოცნების" ოკუპაციისგან გათავისუფლება უდნა იყოს.
აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დერუსიფიკაცია მოხდეს, დეოკუპაცია მოხდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ და პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთ წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს, - ამბობს ვაშაძე.