არანაირი წინააღმდეგობა ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობის ჩვენ არ გვქონია, არ გვაქვს და არც მომავალში გვექნება - პაატა მანჯგალაძე

23.06.23 13:18
არანაირი წინააღმდეგობა ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობის ჩვენ არ გვქონია, არ გვაქვს და არც მომავალში გვექნება - პაატა მანჯგალაძე

ვისთან ითანამშრომლებს ნიკა გვარამია და რა გეგმა აქვს გათავისუფლებულ მედიამენეჯერს - ნიკა გვარამიასთან თანამშრომლიბისთვის მზაობას სტრატეგია აღმაშენებლი გამოთქვამს.

დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ასპარესზე და თუ მას სურვლი ექნება საზოგადოების მხარდაჭერასაც იგრძნობს.

ნიკა გვარამია არის ნიჭიერი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს გამოადგება ის საქართველოს და ქვეყნის ინტერესს. არანაირი წინააღმდეგობა ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობის ჩვენ არ გვქონია, არ გვაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ არც მომავალში გვექნება. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო საქართველო. ორი რამ არის საჭირო ადამიანის პოლიტიკაში ყოფნისთვის - ერთი, პირადი სურვილი და ნება, მეორე ხალხის გადაწყვეტილბა და არჩევანი. მე ნიკა გვრამიასთან დაკავშირებით ვხედავ ორივეს მზაობას, ამიტომ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

 

მსგავსი სიახლეები