პრეზიდენტმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო - ბეჟაშვილი გვარამიას შეწყალებაზე

23.06.23 13:22
პრეზიდენტმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო - ბეჟაშვილი გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი სალომე ზურტაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყეტილებას. 

ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ "ოცნება" პრეზიდენტზეთავდასხმებს გააგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილს ხალხის და პოლიტიკოსების მხარდაჭერა ექნება.

პრეზიდენტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, იხელმძღვანელა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით  და ამიტომ მიიღო ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, „ქართული ოცნებისგან“ თავდასხმები პრეზიდენტზე გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების, პოლიტიკოსების, და ხალხის მხარდაჭერა ექნება ამ პროცესში თუ ის გააგრძელებს ასევე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას, - ამბოლბს ლევან ბეჟაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ მოულოდნელად ნიკა გვარამია შეიწყალა. მედიამენეჯერმე საპატიმრო გუშინვე დატოვა.   

მსგავსი სიახლეები