შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოქტომბრის ბოლოსთვის ყველა ევრორეკომენდაცია შესრულებული იქნება
საქართველოს ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ევრომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ოქტომბრის ბოლოსთის ყველა პუნქტი უკვე შესრულებული იქნება.
რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტმა ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის. ჩვენ გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ 3 რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით 2 რეკომენდაცია აქვს შესრულებული. დარწმუნებული ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც იქნება საბოლოო შეფასება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პეროსნალური მიდგომა არ არის სწორ. ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანა 12 რეკომენდაციაში, ამან შექმნას ბუნდოვანება და იყო უადგილო, - ამბობს პაპუაშვილი.