ვაპირებთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართოთ - პრემიერი

23.06.23 13:33
ვაპირებთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართოთ - პრემიერი

"ვაპირებთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართოთ", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობა გეგმავს პორტის მშენებლობა წელს, შემოდგომაზე დაიწყოს ახალი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის 51% -იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, უცნობია, არიან თუ არა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულნი ინვესტორები. ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა სრულად ინვესტორზე იქნება.

პრემიერმა "შუა დერეფანზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. "შუა დერეფნის" საკითხი აქტუალური სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა.

ამ შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს საქართველოს კავშირი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ასევე ჩინეთთან, თუმცა, ქვეყანას ლოჯისტიკური კუთხით გამოწვევები აქვს - დერეფნის ქართულ მონაკვეთზე რკინიგზა, ავტომაგისტრალი და პორტი ტვირთების ნაკადების შესაძლო გაზრდისთვის ჯერ მზად არ არის, „რკინიგზის მოდერნიზების“ პროექტი და ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა წლებია, ვერ დასრულდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა კი შეწყვეტილია. პრობლემებია დერეფნის სხვა ქვეყნებშიც.

მსგავსი სიახლეები