რატი ბრეგაძის მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით "ქართული ოცნება" ყველაზე წარმატებულია

23.06.23 13:38
რატი ბრეგაძის მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით "ქართული ოცნება" ყველაზე წარმატებულია

ევრიკომისიის კრიტიკული ზეპირი მოხსენების მიუხედევად,"ქართული ოცნება" ისევ საკუთარ წარმატებაზე საუბრობს. იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ  ევროინტეგრაციის მიმართულებით მოქმედი ხელისუფლება ყველაზე ეფექტიანია. რატი ბრეგაძის თქმით, "ქართული ოცნება" საჭირო ვადებში ყევალ ევრორეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად ყველაზე წარმატებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის პირობითი, ნებისმიერი დროის საკითხი, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ამ შემთხვევაში, მემგონი, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს ხოლმე ნებისმიერ საკითხზედა ვიცით, როგორია მონდომება. მე მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება აბსოლუტურად ყველა ამოცანა, - ამბობს რატი ბრეგაძე. 

მსგავსი სიახლეები