"გადასახდელია პოლიტიკური ფასი" - გვარამიას შეწყალებას ათონელზე გააპროტესტებენ
აქცია ათონელზე - პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას დღეს საღამოს 7 საათზე გააპროტესტებენ. აქცია სოციალურ ქსელში დაანონსა ანტიდასავლური მოძრაობის, „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელმა ხატია ჯანაშიამ, რომელმაც გუშინ ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშა დაწვა.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ჯანაშია 1000 ლარით დააჯარიმეს.
📢 დღეს❗️❗️❗️
📢 19:00 საათზე❗️❗️❗️
📢 ათონელზე რეზიდენციასთან❗️❗️❗️
იმაზე, რაც ახლა ხდება❗️❗️❗️
იმაზე საითკენაც ეს პროცესები მიდის❗️❗️❗️
გადასახდელია პოლიტიკური ფასი❗️❗️❗️
“ქართული ოცნების” გადასახდელი❗️❗️❗️
📢 ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არ ვაპირებთ იმ რეალობის მიღებას, საითკენაც უნიათო “ქართული ოცნება” და მისი დასმული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აგენტი “პრეზიდენტი” მიგვაქანებს❗️❗️❗️ - წერს ხატია ჯანაშია.