მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

23.06.23 13:56
მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე," - ასე აფასებს არასამტავრობო ორგანიზაცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრეზიდენტის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის შეწყალებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სალომე ზურაბისვილის გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი დისკრეციული უფლების გამოყენებას და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. 
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. 
მედია თავისუფლების მიმართულებით, ნიკა გვარამიას საქმე იყო ერთ-ერთი, რომელზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია,  სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, მოუწოდებდა სახელმწიფოს რეაგირებისა და  მისი გათავისუფლებისკენ, - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები