ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია - ღუდუშაური

23.06.23 14:06
ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია - ღუდუშაური

„ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია,“ - ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალებას.
ქართული ოცნების დეპუტატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ვერ მალავს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაიჯით საკუთარი იმიჯი და ღირსება დააზიანა. 

მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური და მე არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენებინა ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები